Untitled Document 
ფაკულტეტის სიახლეები


07 ივნისი 2010 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერტსიტეტის პროფესორის თამარ პაიჭაძის წიგნის ,,ქართველი ლირიკოსები” პრეზენტაცია. პრეზენტაციას ავტორთან ერთად ესწრებოდნენ თსუ პროფესორი ნინო მინდიაშვილი, რსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

        

05 ივნისი 2010 წელი
2010 წლის 4 და 5 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა IV რესპუბლიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობის უფლება მისცეს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც. კონფერენციის მუშაობაში ქართული ფილოლოგიის ას.პროფესორ მ.კიკვაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო რსუ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის ოთხმა სტუდენტმა.

    

04 ივნისი 2010 წელი
შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში
4 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94 ქართველ სტიპენდიანტს გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ამათგან 4 სტიპენდია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანისტიკის სპეციალობის სამმა ლექტორ-მასწავლებელმა (ნელი ახვლედიანი, თეონა ბერიძე, ნათია ხაბეიშვილი) და ერთმა სტუდენტმა (ნუნუ ბახტაძე,III კურსი) მოიპოვეს. შეხვედრაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი მარინა გიორგაძე.

        

14 მაისი 2010 წელი
I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში
I საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდება. სიმპოზიუმი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ცნობილი მეცნიერები, ლექსიკოგრაფები და ქართველოლოგები: დონალდ რეიფილდი (დიდი ბრიტანეთი), რეუვენ ენოხი (ისრაელი) დარგის პრობლემებზე, განვითარების გზებსა და პერსპექტივებზე იმსჯელებენ...სრულად »

10 მაისი 2010 წელი
2010 წლის 4 მაისსა და 10 მაისს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ბათუმის №1 და №12 საჯარო სკოლებში მე–10–მე–12 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,დემოკრატიული მმართველობის ნიშნები მე–10–მე–12 საუკუნეების საქართველოში.“

        

09 მაისი 2010 წელი
ევროპის დღე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ "ბათუმი - გაზაფხული - 2010" მუშაობა ევროპის დღისადმი მიძღვნილი მიტინგით დაასრულა. ხელი მოეწერა ბათუმის დეკლარაციას, რომელიც გაეროს, ევროკავშირს, ნატოს, ევროპის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ბათუმის დეკლარაციის მიზანია მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ... სრულად

03 მაისი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს სრულად

26 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 24 – 25 აპრილს ქ. ბათუმში, გაიმართა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ანთროპოლოგიური კვლევები და განათლება: ტრადიცია და პერსპექტივები“. სრულად...

17 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 17 აპრილს მოეწყო შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტებთან. მოისმინეს მათი ანგარიშები, დაიგეგმა დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება უნივერსიტეტის 75–ე, საიუბილეო წელს.

    

16 აპრილი 2010 წელი
2010 წლის 16 აპრილს მოეწყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსების სტუდენტები. სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს თავიანთი პროგრამები და უპასუხეს შეკითხვებს.

        

16 აპრილი 2010 წელი
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რსუ-ს საპატიო დოქტორმა მაიკლ ვიკერსმა 16 აპრილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ადრექრისტიანული და ებრაული სიძველები რომის კატაკომბებიდან ოქსფორდში“. პროფესორმა მაიკლ ვიკერსმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

        

05 აპრილი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს...სრულად »

31 მარტი 2010 წელი
2010 წლის 27-30 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც.პროფესორმა ემზარ მაკარაძემ, ყირგიზეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და “დიალოგ ევრაზიის” საერთაშორისო პლატფორმის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ყირგიზეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში - “ცენტრალური აზია - დიალოგისა და თანამშრომლობის რეგიონი”. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: “საქართველო ეთნოკონფესურ ურთიერთგაგებათა გლობალურ სამყაროში”.

    

26 მარტი 2010 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკანიკისტიკის ცენტრის ინიციატივით, ა.წ. 26 მარტს დოქტორმა ედუარდ რაუპმა პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „განათლების სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებში: ფილოსოფიური და ისტორიული საფუძვლები, სტრუქტურა, საკითხები“. დოქტორმა რაუპმა დამსწრეთ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ა.შ.შ.–ის განათლების სისტემაზე, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

      

25 მარტი 2010 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებმა და პროფესორ–მასწავლებლებმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული–განთავისუფლების დღე (25 მარტი, 1821 წ.). სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საბერძნეთის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები, წაიკითხეს ამ დიდი ისტორიული მოვლენისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები – ჰიმნი თავისუფლებას!
შეხვედრამ საინტერესოდ, გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

    

19 მარტი 2010 წელი
ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გაიმართა ისტორიის სპეციალობის სამეცნიერო წრის სხდომა, რომელიც მიეძღვნა ქართული ისტორიოგრაფიის პრობლემებს. ამ მიმართულებით მოხსენებები წარმოადგინეს ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა. სხდომას ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი ო.გოგოლიშვილი, რომელმაც ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: ,,ი.ჭავჭავაძე და ისტორიის კვლევის აქტუალური პრობლემები.“

    

30 დეკემბერი 2009 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტურულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალიზირებულ სადისერტაციო საბჭოზე მიმდინარე წლის 30 დეკემბერს 13:00 საათზე შოთა რუსთაველის დარბაზში (აუდიტორია 55) გაიმართება დოქტორანტ ნინო დონდოლაძის სადისერტაციო ნაშრომის "უილიამ ფოლკნერის მსოფლმხედველობის გამოხატულება რომანის ,,აბესალომ, აბესალომ!” წინადადებაში" საჯარო განხილვა.

25 დეკემბერი 2009 წელი
2009 წლის 25 დეკემბერს გაიმართა რსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამხრეთ-დასავლეთ საქათველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის VIII სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფინდი (რუსთაველის ფონდი) სამეცნიერო გრანტის (№39-09) - ,,შავშეთი - ისტორიულ-ფლოლოგიური გამოკვლევა“ - შესრულების მიმდინარეობას. კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მარინა გიორგაძემ. მოხსენებები წაიკითხეს: პროფ. მამია ფაღავამ, მ/კ ზაზა შაშიკაძემ, მ/კ მერი ცინცაძემ, აოსც. პროფ. შოთა მამულაძემ, ასოც. პროფ. მალხაზ ჩოხარაძემ, ასოც. პროფ. თამაზ ფუტკარაძემ, პროფეს. თინა შიოშვილმა, მ/კ ნუგზარ ცეცხლაძემ, მ/კ ჯემალ კარალიძემ, დოქტორანტებმა ვარდო ჩოხარაძემ, მანანა თავდგირიძემ, ნაილე სურმანიძემ.

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები საფუძვლად დაედება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ,,კრებულის“ VIII ტომს.

      

25 დეკემბერი 2009 წელი
25 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია - საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა, იმედა იაკოვენკომ და მისმა მეგობრებმა, ნინო დუმბაძემ და მარიამ მახარაძემ, შეასრულეს შოპენის, ა. ხაჩატურიანის, ე.მორიკონეს, ვ. აზარაშვილის, ვ. დოლიძის ნაწარმოებები. კონცერის შედეგად შემოსული თანხა გადაირიცხა იმედა იაკოვენკოს ანგარიშზე, სწავლის საფასურის დასაფარად.

      

14 დეკემბერი 2009 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. 14 დეკემბერს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ხალვაშმა შოთა რუსთაველის დარბაზში წაიკითხა მოხსენება თემაზე „ანდრია პირველწოდებული საქართველოში“, რომელიც მიეძღვნა მოციქულის ხსენების დღეს. ლექციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ–მსაწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. მომხსენებელმა ვიზუალური მასალის მოშველიებით გააანალიზა წმ. ანდრიას მისიონერული ღვაწლის ამსახველი ქართული ლიტერატურული წყაროები. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და გადაწყდა რ. ხალვაშის მიერ აღნიშნული საკითხებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის დაბეჭდვა.

    



შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007

  გვერდი დამზადებულია ელდარ მსხალაძის მიერ